უანგაროდ სისხლის გამღებთ

"ღმერთმა ინებოს რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმინდა სამებამ, მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა
ჭეშმარიტად ქველმოქმედნია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც დიდი მადლია ღვთის წინაშე; მითუმეტეს, დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი."

უწმინდესი და უნეტარესი ილია II

Thursday, January 20, 2011

* აქცია ”გახდი დონორი-გადაარჩინე სიცოცხლე”

ყველა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციას, ან ინდივიდუალურ პირებს ვთხოვთ დაგვეხმარონ განვახორციელოთ აქცია ”გახდი დონორი - გადაარჩინე სიცოცხლე”

* ”სისხლის ბანკის” მდგომარეობა საქართველოში

დღესდღეობით უამრავ ქვეყანაში ხორციელდება სისხლის გადასხმის პროცესი სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, კითხვაზე როდის შეიძლება გახდეს საჭირო სისხლის გადადასხმა უამრავი პასუხი არსებობს , შესაბამისად უამრავი საჭიროება სისხლის გადასხმისა. აქედან გამომდინარე საჭიროა არსებობდეს ”სისხლის ბანკი”, რას გულისხმობს სისხლის ბანკი ეს არის . . .

* სისხლის გადასხმის ცენტრები საქართველოში

1. ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის "სისხლის ბანკი" (იაშვილის სახ. კლინიკა)მისამართი:
0159, თბილისი, ლუბლიანას ქ.№21.
ტელეფონი: +(995 32) 54 06 67.
ფაქსი : +(995 32) 54 06 70
ე-მაილ:levani@gmail.com

2.თბილისი, ქავთარაძის ქ. #21ა - ცენტრალური "სისხლის ბანკი";

3. თბილისი, უზნაძის (ყოფილი კამოს)ქ. #45 - სისხლის გადასხმის სადგური;

4. თბილისი, ყაზბეგის (ყოფილი პავლოვის) ქ. #22 - ჰემატოლოგიის ინსტიტუტი;

5. თბილისი, ლუბლიანას ქ. #11 - სისხლის გადასხმის სადგური;

6. თბილისი, . . . ღუდუშაურში სახ. კლინიკის "სისხლის ბანკი" ;

ქუთაიში სისხლის ჩაბარება ხდება:
1. ცხაკაიას ქ.

2. ჯავახიშვილის ქ.

ასევე შესაძლებელია ყველა კლინიკაში სადაც ხდება შესაბამისი პროცედურა;

ვეცდებით მოგაწოდოთ კიდევ დამატებითი ინფორმაცია

* დონაციის მსოფლიო სტატისტიკა

შესაბამისი ინფორმაცია

* როგორ გავხდე დონორი

იმისათვის რომ გახდეთ დონორი : არ უნდა იყოთ ან გქონდეთ გადატანილი რაიმე ინფექციური ან ვირუსული დაავადება ; ხელს უნდა გიწყობდეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა; სისხლის გადასხმა ანუ გახდეს დონორი შეუძლია ყველა ადამიანს 18 წლიდან - 65 წლამდე; მიდიხართ რომელიმე სისხლის გადასხმის ცენტრში რომლის მისამართებიც მოცემულია ჩვენს ჩანართზე ”სისხლის გადასხმის ცენტრები საქართველოში”, გაივლით მარტივ სარეგისტრაციო პროცედურას, კომფორტული, ჰიგიენური და ყველა ნორმების დაცვით თქვენს ვენას შეუერთებენ ბეგს სადაც სისხლი ინახება, სისხლის აღების შემდეგ რომელიც 10 დან 15 წუთამდე ინტერვალში მოხდება, სრულიადნ ჯანმრთელი დაუბრუნდებით თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას , საკუთარ ემოციას გაგიმხელთ და სიმსუბუქის და ამავე დროს სიამაყის შეგრძნებით რომ კიდევ ერთი კეთილშობილური საქციელი ჩაიდინეთ; სისხლის გადასხმიდან მეორე დღეს რეკავთ შესაბამის ცენტრში და მიიღებთ პასუხს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თუ რამდენად შესაძლებელია თქვენი სისხლი იყოს ვარგისი სხვა ადამიანებისთვის, ვისაც სისხლის გადასხმა ესაჭიროება. სისხლის გადასხმის პროცედურიდან 3 თვის გასვლის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ მომდევნო პროცედურაზე მიბრძანდეთ; ისმის კითხვა, გარდა კეთილშობილური საქციელისა კიდევ რატომაა სასარგებლო სისხლის გადასხმის პროცედურა, პირველ რიგში ჩვენი ორგანიზმისთვის საკმაოდ სასარგებლოა იმ მხრივ რომ, სისხლი გამომუშავდება ძვლის ტვინის მიერ, მრავალჯერადი დონაციის შედეგად იგი აქტიურად იწყებს მის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს სისხლის განახლებას და განახლებული სისხლის უპირატესობაზე კი უამრავგან შეგიძლიათ ინფორმაციის მოძიება თუ რას ნიშნავს განახლებული სისხლი ორგანიზმისთვის. მეორე, არასასურველი შემთხვევების დროს დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი რომელიც არის დონორი თუნდაც 50% სისხლის დაკარგვის დროს არ კარგავს შერაცხადობას, და მისი გადარჩენის შანსებიც სისხლის დაკარგვისას პირდაპირპროპორციულია მისი დონორობისა, იმის გამო რომ საქართველოში ამ კეთილშობილურ ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი წიგნაკი ან თუნდაც ჯილდო, განსხვავებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან , შეიქმნა სპეციალორი ”სიგელი” ქართველი დონორებისათვის ქართველი არქიტექტორის ბატონ კოტე გარსევანიძის მიერ, რომელიც თავად წლებია დონორია და დიდი გამოცდილება აქვს ამ მხრივ. წარმოგიდგენთ დონორის წიგნაკს რომლის ქართული ანალოგიც არ არსებობდა დღემდე:

Wednesday, January 19, 2011

* რას ნიშნავს დონორობა

"არაფერი ისე არ გვამსგავსებს ღმერთს როგორც ქველმოქმედება"
წ.მ. იოანე ოქროპირი"
ურთიერთის სიმძიმე იტვირთეთ, და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი! "
წ.მ. მოციქული პავლე
აცადეთ ყრმებსა მაგას, მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგრე ვითართაი არს სასუფეველი ცათაი".
მარკოზი 10:14
სისხლზე უთქვამთ:
გაეცი სისხლი? - გადაარჩინე სიცოცხლე!

სისხლის მოყვასისათვის გაზიარება -
ერთსულივნების ერთერთი მთავარი სათნოებაა!

გულით სისხლის გაზიარება - სულით ნათელთან ზიარებაა!

1667 წელს ადამიანის სისხლის პირველი გადასხმა მოახდინა ექიმმა ჟან-ბატისტ დენისმა.
ყოველივე უხერხულობა, დროის დაკარგვით ან შესაძლებელი არასასიამოვნო შეგრძნებებით გამოწვეული, არარაობაა იმასთან შედარებით, როდესაც იცით: თქვენმა სისხლმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ადამიანს.

დონორობა ადამიანური ერთსულოვნების ერთერთი მთავარი გამოვლინებაა : დღეს თქვენ გადაარჩინეთ სხვისი სიცოცხლე, ხვალე შეიძლება სხვამ გადაგარჩინოთ თქვენ.
***

სისხლის ჯგუფი, თითის ანაბეჭდის მსგავსად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელი რჩება. იგი პიროვნების ერთგვარი იდენტიფიკატორია. სისხლის ჯგუფი გაცილებით ხანდაზმული კატეგორიაა, ვიდრე რასა და ეროვნება, ვინაიდან ადამიანთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ეთნიკური წარმომავლობა კი არა, სისხლის შემადგენლობაა, შედგენილობაა.
1891 წელს კარლ ლანდშტაინერმა სისხლის პირველი სამი ჯგუფი აღმოაჩინა. მეოთხე კი მეცნიერმა დე კასტელომ აღწერა 1902 წელს. საბოლოოდ ლანდშტაინერი და დე კასტელო სისხლის ჯგუფების ერთიანი სისტემის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ABO სისტემა უწოდეს. 1940 წელს ლანდშტაინერმა ამერიკელ მეცნიერ ვინერთან ერთად კიდევ ერთი ცილა-ანტიგენი აღმოაჩინა, რომელსაც სისხლის რეზუსფაქტორი უწოდა.
სისხლი ორგანიზმის თხიერი ქსოვილია, რომელიც პლაზმისა და ფორმიანი ელემენტებისგან შედგება, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცირკულირებს და უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს:
. სატრანსპორტოს – ქსოვილებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის. მისი საშუალებით გადაადგილდებიან ჰორმონებიც, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელ პროცესებს აკონტროლებენ;
. თერმორეგულაციურს – აკონტროლებს სხეულის ტემპერატურას;
. დამცველობითს – იცავს ორგანიზმს ინფექციური აგენტებისგან;
. ჰუმორულს – სასიგნალო ნივთიერებათა გადაცემით ერთმანეთთან აკავშირებს ორგანოებსა და სისტემებს;
. გამომყოფს – ქსოვილებიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები.
დღევნდელი სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება სისხლის გადასხმა.
სისხლის ჩაბარებისათვის ანუ იმისთვის რომ შეგეძლოთ დონორობა, ჰემოგლობინის ნორმაა ქალებში - 120-140 გ.ლ, მამაკაცებში - 130-160 გ.ლ, ტრომბოციტების 150000-400000. მცირე აცდენა ან პირიქით არ აქვს მნიშვნელობა, სისხლს სანამ ჩააბარებთ მანამდე კეთდება ანალიზი.