უანგაროდ სისხლის გამღებთ

"ღმერთმა ინებოს რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმინდა სამებამ, მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა
ჭეშმარიტად ქველმოქმედნია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც დიდი მადლია ღვთის წინაშე; მითუმეტეს, დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი."

უწმინდესი და უნეტარესი ილია II

Wednesday, January 19, 2011

* რას ნიშნავს დონორობა

"არაფერი ისე არ გვამსგავსებს ღმერთს როგორც ქველმოქმედება"
წ.მ. იოანე ოქროპირი"
ურთიერთის სიმძიმე იტვირთეთ, და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი! "
წ.მ. მოციქული პავლე
აცადეთ ყრმებსა მაგას, მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგრე ვითართაი არს სასუფეველი ცათაი".
მარკოზი 10:14
სისხლზე უთქვამთ:
გაეცი სისხლი? - გადაარჩინე სიცოცხლე!

სისხლის მოყვასისათვის გაზიარება -
ერთსულივნების ერთერთი მთავარი სათნოებაა!

გულით სისხლის გაზიარება - სულით ნათელთან ზიარებაა!

1667 წელს ადამიანის სისხლის პირველი გადასხმა მოახდინა ექიმმა ჟან-ბატისტ დენისმა.
ყოველივე უხერხულობა, დროის დაკარგვით ან შესაძლებელი არასასიამოვნო შეგრძნებებით გამოწვეული, არარაობაა იმასთან შედარებით, როდესაც იცით: თქვენმა სისხლმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ადამიანს.

დონორობა ადამიანური ერთსულოვნების ერთერთი მთავარი გამოვლინებაა : დღეს თქვენ გადაარჩინეთ სხვისი სიცოცხლე, ხვალე შეიძლება სხვამ გადაგარჩინოთ თქვენ.
***

სისხლის ჯგუფი, თითის ანაბეჭდის მსგავსად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელი რჩება. იგი პიროვნების ერთგვარი იდენტიფიკატორია. სისხლის ჯგუფი გაცილებით ხანდაზმული კატეგორიაა, ვიდრე რასა და ეროვნება, ვინაიდან ადამიანთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ეთნიკური წარმომავლობა კი არა, სისხლის შემადგენლობაა, შედგენილობაა.
1891 წელს კარლ ლანდშტაინერმა სისხლის პირველი სამი ჯგუფი აღმოაჩინა. მეოთხე კი მეცნიერმა დე კასტელომ აღწერა 1902 წელს. საბოლოოდ ლანდშტაინერი და დე კასტელო სისხლის ჯგუფების ერთიანი სისტემის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ABO სისტემა უწოდეს. 1940 წელს ლანდშტაინერმა ამერიკელ მეცნიერ ვინერთან ერთად კიდევ ერთი ცილა-ანტიგენი აღმოაჩინა, რომელსაც სისხლის რეზუსფაქტორი უწოდა.
სისხლი ორგანიზმის თხიერი ქსოვილია, რომელიც პლაზმისა და ფორმიანი ელემენტებისგან შედგება, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცირკულირებს და უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს:
. სატრანსპორტოს – ქსოვილებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის. მისი საშუალებით გადაადგილდებიან ჰორმონებიც, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელ პროცესებს აკონტროლებენ;
. თერმორეგულაციურს – აკონტროლებს სხეულის ტემპერატურას;
. დამცველობითს – იცავს ორგანიზმს ინფექციური აგენტებისგან;
. ჰუმორულს – სასიგნალო ნივთიერებათა გადაცემით ერთმანეთთან აკავშირებს ორგანოებსა და სისტემებს;
. გამომყოფს – ქსოვილებიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები.
დღევნდელი სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება სისხლის გადასხმა.
სისხლის ჩაბარებისათვის ანუ იმისთვის რომ შეგეძლოთ დონორობა, ჰემოგლობინის ნორმაა ქალებში - 120-140 გ.ლ, მამაკაცებში - 130-160 გ.ლ, ტრომბოციტების 150000-400000. მცირე აცდენა ან პირიქით არ აქვს მნიშვნელობა, სისხლს სანამ ჩააბარებთ მანამდე კეთდება ანალიზი.

No comments:

Post a Comment